სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 17/29 - 01
11.06.2025
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების ცვლილების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. გიგა მურუსიძე - „BRICS-ის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
1.2.მარიამ ვასაძე - „ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საერთაშორისო ლოჯისტიკაზე და მისი ინტეგრაციის პერსპექტივები საქართველოში“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე
1.3.გურამ აბულაშვილი - „გლობალური პროტექციონისტული ტემდენციების გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე
2.ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ბერიძის მეცნიერ-ხელმძღვანელად, ასოცირებული პროფესორის მანანა ხარხელის ნაცვლად, დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი მირონ ტუღუში.
3. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლევან დანელიას სადისერტაციო თემა ,,საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტის პოზიციონერებისათვის მარკეტინგული მიდგომები“’ შეიცვალოს და დამტკიცდეს: „სოციალური მედიის გავლენა საქართველოს ტურისტული მომსახურების მომხმარებელთა ქცევაზე“.
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე